პროექტი-"ბულინგი სკოლაში"
სასწავლო პროექტი
მარიამ ბენაშვილი
|
1. პროექტის
სახელწოდება - „ბულინგი სკოლაში“
|
|
2.
მონაწილეთა
ასაკი-12-13 წელი
|
|
3.. საკითხის აქტუალურობა -
ბულინგი,
როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოსთვის,
არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ის ყველა ეპოქაში აქტუალური იყო, თუმცა ბოლო პერიოდში
საინფორმაციო საშუალებებით გახმაურებულმა ფაქტებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს
სკოლებში ბულინგის შემთხვევები ხშირია, ამასვე
ცხადყოფს ბოლოდროინდელი კვლევები, სადაც საქართველოში
ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კვლევის შედეგებით-ბავშვთა
80 % განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
გარდა
ამისა, სპეციალისტების თქმით ბულინგი დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისთვის,
სკოლის დაწყებით საფეხურზე კი სადაც ამის საშიშროება ყველაზე დიდია ამ საკითხის შესახებ
არაფერი ისწავლება, შესაბამისად არ ხდება ბავშვების ინფორმირება და პრევენციული ზომების
გატარება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებთან ამ
თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რადგან დაგვიანებულმა ქმედებებებმა შესაძლოა სავალალო
შედეგებამდე მიგვიყვანოს-ბავშვის მიმართ გჩადენილი ნეგატიური ქმედება იწვევს ფიზიკურ
და ფსიქოლოგიურ ტრამვებს.
ამ
ყველაფრიდან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ პროექტგაკვეთილის ჩატარება დაწყებით
საფეხურზე შედეგიანი იქნებოდა, რის ფარგლებშიც მოსწავლეები დამოუკიდებლად
მოიძიებენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ, გაიაზრებენ ამ პრობლემას,
გაიხსნებენ ბულინგის შემთხვევებს, რომლებსაც
თავად შესწრებიან, ჩაატარებენ
გამოკითხვას თანატოლებში, მოამზადებენ შესაბამის ილუსტრაციებსა და ნახატებს,
დასახევენ ამ პრობემის გადაჭრის გზებს.
|
|
4. პროექტის
მიზანი
მოსწავლეებმა
შეძლონ ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამ პრობლემის გააზრება, მოძიებული
ინფორმაციის პირად მაგალითებთან დაკავშირება და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
ესგ-ს
შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები
საზ.მეც.დაწყ.(II).12.ღირებულებების - მაგ.:
დემოკრატიის პრინციპების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შემწყნარებლობის
- მნიშვნელობის გაცნობიერება ინდივიდისა და საზოგადოების განვითარებისთვის;
საზ.მეც.დაწყ.(II).7.- ინიციატივის გამოვლენა,
ადამიანური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის
დაგეგმვა;
|
|
5.
პროექტის ამოცანები
მოსწავლეებმა
გაიაზრონ მათი როლი სკოლაში ბულინგის აღმოფხვრაში
|
|
6.მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა
იციან რა არის ბულინგი, გაცნობიერებული აქვთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და
ცდილობენ მის აღმოფხვრას.
|
|
7. აქტივობები-
I.
მოსწავლეთა ინფრომირება ბულინგის შესახებ
·
მოსწავლეებს ვუსვამთ კითხვას-სმენიათ თუ არა რაიმე
ამ ტერმინზე
·
პირველ ჯგუფს ვაძლევთ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია
ამ ტერმინის შესახებ
II.
მოსწავლეებმა გაიაზრონ ბულინგის გამომწვევი მიზეზები
·
მეორე ჯგუფი ერთი კვრის განმავლობაში იძიებს და ამზადებს
ინფრომაცია ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე
·
ამზადებს ილიუსტრაციებსა და ნახატებს შესაბამის თემაზე
III.
შეძლონ
ყოველდღიური მაგალითებიდან ბულინგის შემთხვევების ამოცნობა
·
მესამე ჯგუფი ატარებს ონალინ კითხვარის გამოყენებით
ატარებს გამოკითხვას თანატოლებში და აგროვებს ბულინგის შემთხვევის მაგალითებს
·
პირად მაგალითებს უკავშირებენ ბულინგს და ამზადებენ
პრეზენტაციას
IV.
მოსწავლეებმა გაიაზრონ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს
ბულინგს
·
მეოთხე ჯგუფი იძიებს ინფორმაციას ბულინგის შედგებზე
·
ამზადებენ შესაბამის ილუსტრაციებსა და ნახატებს.
V. მოსწავლეებმა
გაიაზრონ მათი როლი სკოლაში ბულინგის აღმოფხვრაში
·
მეხუთე ჯგუფი მსჯელობას და აყალიბებს ბულინგის აღმოფხვრის
რამდენმე გზას.
·
ამზადებს შესაბამის ილუსტრაციებს
|
|
რესურსები-მონიტორი, კომპიუტერები, პრეზენტაცია
Powerpont-ში, კალმები, ფურცლები, ფოტოშოფი,
პროგრამები-Word;
Powerpoint; paint..
|
Comments
Post a Comment