გაკვეთილის გეგმა-კახეთი


                                 მარიამ ბენაშვილი
გაკვეთილის გეგმა

კახეთი
მიზანი
მოსწავლეები გაეცნონ კახეთის ბუნებას, მოსახლეობის საქმიანობასა და კუთხის ღირსშესანიშნაობებს, გაიაზრონ საქართველოს ამა თუ იმ კუთხის უცხოელებისათვის გაცნობის მნიშვნელობა.
ესგ-ს შედეგები

აზ. მეც.V-VI. 2.     მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • კითხულობს და იყენებს გრაფიკებსა და ცხრილებში მოცემულ ინფორმაციას;
  • ადარებს სხვადასხვა საშუალებით გადმოცემულ ინფორმაციას რაიმე ნიშნით (მაგ. წლების, ან    ფართობის მიხედვით);
  • ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას;
  • ერთი ტიპის  საშუალებით  მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებს ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით;
  • ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებით.



აზ.მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მოგზაურობებისა და ვაჭრობის მნიშვნელობაზე. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს მოგზაურობების შესაძლო შედეგებზე (მაგ,: გამოცდილების/ცოდნის გადატანა ერთი ქვეყნიდან მეორეში, ვაჭრობის განვითარება, კულტურის სხვადასხვა ელემენტების გავრცელება);
  • მსჯელობს უცხოელ მოგზაურებ მიერ საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობების მნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის;




მიმდინარეობა
I აქტივობა  ( 8-9 წთ.)
ფაზა-გამოწვევა
მულტიმედია რესურსები-youtube. ვიდეოს ჩვენება, სადაც მოკლედაა ნაჩვენები კახეთის ყველა მახასიათებელი-(მთები, ალაზნის ველი, უდაბნო, ღირსშესანიშაობები და ა.შ., ) - ანიმაცია

მოსწავლეთა ჯგუფებს ვთხოვ დააკვირდნენ ვიდეოს, გამოიცნონ საქართველოს რომელი კუთხეა ნაჩვენები, ჩაინიშნონ რასაც დაინახავენ-მთას, მწვერვალებს, მდინარეს, უდაბნოს, ქალაქებს და ა.შ.  ვიდეოს დასრულების შემდეგ ექნებათ სამი წუთი, რომ მოკლედ თავი მოუყარონ ჩანიშნულ ინფრომაციას და შემდეგ ერთმანეთს გააცნობენ თავიაანთ ვარაუდებს.

II აქტივობა ( 7-8 წთ. )

დისკუსია
მოსწავლეებს ვანახებ მოსახლეობის რაოდენობის აღმნიშვნელ რიცხვს ადრე და ახლა, რითაც თვალნათელი გახდება, რომ მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა.

ვსვავთ სადისკუსიო კითხვებს-
თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი მოსახლეობის მცირერიცხოვნობის?
თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მოსახლეობის გაზრდა?



III აქტივობა  (12-15 წთ.)

ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მონაცემთა მოსაგროვებლად და გასაანალიზებლად-  დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებს გავყოფ ჯგუფებად და ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია  კახეთში არსებული სხვადასხვა ვაზის ჯიშების შესახებ, რომელი არის შემორჩენილი დღემდე, რომელი არა, რა გახდა მათი გაქრობსი მიზეზი, რითია გამორჩეული და ასე შემდეგ.

ინფორმაციის  მოძიებისა და თავმოყრის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს გააცნობენ შედეგებს.


IV აქტივობა  (5-7 წთ.)

მას შემდეგ რაც მოსწავლეები კახეთზე მიიღებენ გარკვეულ ინფორმაციას, მათ Powerpoint-ს  დახმარებით ვანახებ მეურნეობის სხვადასხვა სახეობის სურათებს, მათ გვერდზე კი იქნება არუელი ნუმერაციით  კახეთის მეურნების შესახებ სვხადასხვა ინფორმაცია. მათ სურათები და ეს ინფორმაცია ერთმანეთს უნდა დაუკავშირონ, მსჯელობისა და ვარაუდების გამოთქმის შემდეგ სურათებსა და ინფორმაციებს ისრებით დავაკავშირებ ერთმანეთთან.



V აქტივობა
დავალება-პროექტის გაკეთება  (5 წთ.)

მცირე ჯგუფური პროექტ იონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით, ციფრული რესურსის შექმნა: საბოლოოდ კლასს დავყოფ 4 ჯგუფად, მათ ექნებათ საერთო დავალება და მიზანი შემდეგი გაკვეთილისთვის-„ჩამოიყვანე ტურისტი საქართველოში“ , მათი მიზანიაა ტურისტის მოხიბვლა და კახეთში ჩაყვანა, ისე უნდა აღუწერონ, რომ  ტურისტმა მაქსიმალური ინფორმაციაა მიიღოს ამ კუთხეზე, დაინტერესდეს და სურვილი გაუჩნდეს კახეთში ვიზიტის,   ამისთვის მათ უნდა შექმნან და გამოიყენონ კახეთის სამოგზაურო რუკა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ ერთმანეთთან კოლაბორაცია, აზრების გაცვლა ჩათის დახმარებით, მასალების გადაგზავნა და ა.შ
 პროექტის წარსადგენად მათ შესაძლოა შემქნან  ვიდეო, სურათი პრეზენტაცია და ა. შ.
რესურსები
მონიტორი, კომპიუტერები, ვიდეო, პრეზენტაცია Powerpont-ში, კალმები, ფურცლები.
პროგრამები-Word; Powerpoint; paint..
საიტები-google.com; Edmodo.com;



პრეზენტაცია


Comments

Popular posts from this blog

პროექტი-"ბულინგი სკოლაში"

პირველი ლექცია ^_^